ხელით გაყვანა მოგვიწია — მიტროპოლიტი ნიკოლოზი მეუფე პეტრეზე
ახალქალაქისა და კუმუდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის თქმით იძულებულები გახდნენ, რომ მეუფე პეტრე სინოდის სხდომიდან ხელით გაეყვანათ. ამის შესახებ მან სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა და აღნიშნა, რომ სინოდს არ უნდოდა "მძიმე გადაწყვეტილების მიღება".
"უხამსობა, უხამსი სიტყვებით, უხამსობა ილაპარაკა. ეს არ იყო გაღიზიანება, ჩვენ წმინდა სინოდი კი არ მოგვიხსენია, არამედ ის მოიქცა უხამსად. მე, რა თქმა უნდა, არ დავაზუსტებ, წმინდა სინოდზე მომხდარი ამბებია, რომლიც ყოველთვის შიგნით უნდა დარჩეს. ფაქტია, რომ ის მოიქცა ისეთნაირად, რომ... შეურაცხყოფის მიყენება საერთოდ ადამიანისთვის, მით უმეტეს სასულიერო პირისთვის, მით უმეტეს პატრიარქისთვის, ეს არ არის არც მხილების ფორმა და არც, საერთოდ, არანაირად გამართლებული საქციელი. ჩვენ ვცდილობდით, ეს აგვეხსნა", — თქვა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.
მეუფეს თქმით, პეტრე ცაავას განცხადება, რომ პატრიარქი "მამათმავლობისა და პიდარასტიის ცოდვითაა შეპყრობილი" ცილისწამებაა. მისივე განმარტებით, მხილებას წინ უნდა უძღოდეს არგუმენტები, ხოლო ცილისწამებაა, როცა რაღაცას ამბობ და საზოგადოებას შემდეგ პირდები არგუმენტებს.
მეუფე პეტრემ სინოდის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ეკლესიაში მამათმავლობის ცოდვის მხილების გამო ილია მეორემ მღვდელმთავრობიდან გადააყენა. მოგვიანებით მან არგუმენტების წარმოსაგდენად დრო ითხოვა და განმარტა, რომ სიტყვა "პიდარასტიაში", რომლითაც პატრიარქი დაახასიათა, "ჭაბუკის გამხრწნელი" იგულისხმა. მისი თქმით, ეს საეკლესიო ტერმინია და სხვას ვერაფერს დაარქმევს.
მასალაში გამოყენებული მეუფე პეტრეს შეფასება გამოხატულია ჰომოფობიური სიტყვებით, თუმცა მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე On.ge მის სიტყვებს უცვლელად გთავაზობთ.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები