ქართველი ექიმები კიბოს მკურნალობის ინოვაციურ მეთოდზე მუშაობენ
ამერიკის ხმის ინფორმაციით, ოქტომბრის დასაწყისში კანადის ქალაქ ტორონტოში გამართულ პრეზენტაციაზე ქართველმა ექიმებმა კიბოს მკურნალობის ინოვაციური მეთოდი წარმოადგინეს.
გამოგონების ავტორები არიან კანადაში მცხოვრები ბესიკ სურგულაძე, რომელიც მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კორპორაცია ფარმა კანადას დირექტორია და თამარ ცქიტიშვილი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ფარმა კანადას წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი.
სამეცნიერო ჯგუფი დამიზნებითი ჰიპერთერმული თერაპიის სამკურნალო-დიაგნოსტიკური მეთოდის შემუშავებაზე დაახლოებით 10 წელია მუშაობს. მათთან ერთად კვლევებში სხვადასხვა დროს მონაწილეობდნენ რაიერსონის უნივერსიტეტი (კანადა), მორფოლოგიის ინსტიტუტი (საქართველო) და ორგანიზაცია ახალი ტექნოლოგიების ტრანსფერი (გერმანია).
ბესიკ სურგულაძის განმარტებით, რომელსაც ამერიკის ხმა კანადაში დაუკავშირდა, საგანგებოდ ამ მეთოდისთვის შემუშავდა ინოვაციური დამიზნებითი ჰიპერთერმიის აპარატი და პრეპარატი/მარკერი, რომელიც მაგნეტიტის ნანო-ნაწილაკების ბაზაზე შეიქმნა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა მეთოდის კლინიკურ დანერგვაზე ისრაელში, თელ-ავივის უნივერსიტეტში და საქართველოში, კიბოს კვლევის ცენტრში. ბესიკ სურგულაძე იმედოვნებს, რომ ინოვაციური მეთოდის კლინიკური აპრობაცია უახლოეს თვეებში განხორციელდება.
ამერიკის ხმის ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა გვერდითი მოვლენები აქვს მათ მიერ შექმნილ პრეპარატს, ბესიკ სურგულაძე ამბობს:
"პრეპარატს არ გააჩნია გამოვლენილი გვერდითი მოვლენები იმდენად, რამდენადაც ის ორგანიზმში არ შედის რეაქციაში არცერთ ორგანულ ნივთიერებასთან და შეუცვლელი სახით გამოიყოფა ორგანიზმიდან. მისი თერაპიული ეფექტი ემყარება მის ფიზიკურ და არაქიმიურ თვისებებს... მორფოლოგიური კვლევებით დადგინდა, რომ თვითონ ტემპერატურული ეფექტი ნაწილაკიდან მხოლოდ ნახევარ მილიმეტრზე ვრცელდება, რაც იძლევა მისი მკვეთრად ლოკალიზაციის საშუალებას და არ მოქმედებს ჯანსაღ ქსოვილზე".
თბილისში მოღვაწე პროფესორის და ონკოლოგის რემა ღვამიჩავას თქმით, მისი დაკვირვებითაც მეთოდი უსაფრთხოა და ამასთან რამდენიმე უპირატესობა გააჩნია:
"პირველ რიგში, პრეპარატი არ არის რადიოაქტიური. გარდა ამისა, იძლევა გაცილებით უფრო ზუსტი დიაგნოზის დასმის საშუალებას, რაც გამოცდილი ონკოლოგის თქმით, მკურნალობის სწორად წარმართვის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას ქმნის".
ქართველი მეცნიერები იმედოვნებენ, რომ დამიზნებითი ჰიპერთერმული თერაპიის მეთოდი წარმატებული იქნება, ვინაიდან იძლევა როგორც მოსაზღვრე, ასევე სხვა სავარაუდოდ დაზიანებული ლიმფური ჯირკვლების ოპერაციამდელი ლოკალიზაციის, ოპერაციის მსვლელობის დროს ამ უკანასკნელთა გამოვლენის და მათი ტრავმული ამოკვეთის საშუალებას, ასევე ოპერაციის შემდგომ პერიოდში დარჩენილ ლოკალურ მიკროლიმფურ ჯირკვლებზე დამიზნებითი თერმული ზემოქმედების საშუალებას.
თერაპიის შედეგად, შემცირდება ოპერაციის ხანგრძლივობაც, გართულებების რაოდენობა და მეორადი მეტასტაზირების ალბათობა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები