გიორგი მამალაძეზე სინოდმა შუამდგომლობაზე გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მეუფე პეტრემ სინოდის სხდომის შემდეგ განაცხადა.

გარდა ამისა, მეუფემ თქვა, რომ პატრიარქმა მღვდელმთავრობიდან გადააყენა ეკლესიაში მამათმავლობის ცოდვის მხილების გამო. მოგვიანებით კი პატრიარქს "პიდარასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი" უწოდა.

სინოდის სხდომა პირველმა მეუფე პეტრემ დატოვა. მისივე თქმით, სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება უშუამდგომლოს დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეწყალების საკითხზე. ამ ეტაპზე სხვა განხილული საკითხები უცნობია.

მასალაში გამოყენებული მეუფე პეტრეს შეფასება გამოხატულია ჰომოფობიური სიტყვებით, თუმცა მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე On.ge მის სიტყვებს უცვლელად გთავაზობთ.