Better Call Saul-ის მაყურებელმა იცის, რომ წელს ახალ სეზონს არ უნდა ელოდოს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ეკრანებზე Breaking Bad-ის სიქველი El Camino გამოჩნდა.

სოლ გუდმენზე გადაღებული სერიალი მეხუთე სეზონით 2020 წელს ბრუნდება. სერიალში პირველ სეზონში მოქმედება სოლ გუდმენის და ვოლტერ ვაითის შეხვედრამდე 6 წლით ადრე მიმდინარეობს და ისიც ვიცით, რომ ადვოკატს "წინა ცხოვრებაში" ჯიმი მაკგილი ერქვა.

მეხუთე სეზონი კი უახლოვდება სოლის ცხოვრების იმ ნაწილს, რომელშიც ის ვოლტერ ვაითს უნდა შეხვდეს. როდესაც EW-მ ახალ ინტერვიუში ბრაიან კრენსტონს ჰკითხა, ვიხილავდით თუ არა მის გმირს სერიალში, კრენსტონმა არაფერი გამორიცხა:

"Better Call Saul-ში ვოლტერ ვაითს მხოლოდ მაშინ წარმოვიდგენ, როდესაც ამ კითხვას მისვამენ და ეს ძალიან ხშირად ხდება. თუმცა ვიცი, რომ სერიალის შემქმნელი ვინს გილიგანი და პიტერ გოლდი პერსონაჟებს უფრთხილდებიან და ისინი უბრალოდ არ დგამენ სიტუაციებს, როგორიცაა "ნახეთ ვინ გამოჩნდება სჯობს დაურეკოთ სოლში". ეს ამ მიზეზით არ მოხდება. თუმცა, თუ გადაწყვეტენ, რომ ეს ისტორიის განვითარებას დასჭირდება, ეს ჩემთვის მისაღები იქნება და ამას გავაკეთებ. მე მიყვარს ეს ხალხი, ბობი [ოდენკირკი] და ყველა, ვინც ამ შოუშია. ამ სერიალის ფანი ვარ".

კრენსტონმა დასძინა, რომ მისთვის ისიც მისაღები იქნება, თუ სერიალში ვოლტი არ გამოჩნდება. სჯობს დაურეკოთ სოლის მეხუთე სეზონის გადაღებები 2019 წლის აპრილში დაიწყო და სექტემბერში დასრულდა, ასე რომ, ბრაიან კრენსტონმა უკვე იცის, გამოჩნდება თუ არა მისი გმირი სერიალში. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ელ კამინოს გადაღების შესახებ ფილმის გამოსვლამდე თვე-ნახევრით ადრე ბობ ოდენკირკისგან გავიგეთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საიდუმლოებების შენახვა კრენსტონის ძლიერი მხარეა.

სჯობს დაურეკოთ სოლის ოთხივე სეზონი ნეტფლიქსზე შეგიძლიათ ნახოთ.