გაფიცვის გამო მთელი მსოფლიოს მასშტაბით ისრაელი საელჩოები და საკონსულოები 30 ოქტომბრიდან დროებით დაიხურა. გაფიცვას უერთდება თავდაცვის სამინისტროც. გაფიცვის გამო არ მუშაობს საქართველოში არსებული საელჩო და საკონსულო:

"გაცნობებთ, რომ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფიცვის გამო, 30 ოქტომბრიდან ისრაელის საელჩო და საკონსულო განყოფილება საქართველოში არ იმუშავებს შემდგომ შეტყობინებამდე".

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს გაფიცვა უკავშირდება ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც დიპლომატებისა და სამხედრო ატაშეების სხვადასხვა ხარჯების ანაზღაურების სისტემა იცვლება. აღნიშნული გადაწყვეტილებით, დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს ათასობით დოლარის ანაზღაურება მოუწევთ.