სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსი წარმატებული დირექტორების აღმოსაჩენად
29 ოქტომბერს, 17:00 საათზე განათლების კოალიციის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით, სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის პრეზენტაცია წიგნის მაღაზია ლიგამუსში გაიმართა.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საყოველთაო წარმატების შემდეგ განათლების კოალიცია ამჯერად მთლიანად სკოლებისა და მათი დირექტორების წახალისებას გეგმავს. პრეზენტაციაზე ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ კონკურსის მიზანი საჯარო სკოლის პრესტიჟისა და ავტორიტეტის გაზრდის მხარდაჭერაა, რასაც წარმატებული დირექტორების გამოვლენითა და მათი ფართო საზოგადოებისათვის გაცნობით აპირებენ. ამ კონკურსის მთავარი მიზანი სკოლის მართვის პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობა და სწავლა-სწავლების შედეგების გაუმჯობესებაზე მიმართული შიდა სასკოლო ძალისხმევის მხარდაჭერაა.
სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს განათლების კოალიცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით ახორციელებს. პრეზენტაციაზე ილიაუნის ჩართულობასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის წარმომადგენელი, ნინო დობორჯგინიძე გაგვესაუბრა:
"არ არსებობს წარმატებული საუნივერსიტეტო სისტემა წარმატებული სასკოლო სისტემის გარეშე, სწორედ ამიტომაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დიდი ენთუზიაზმით ერთვება ამ პროექტის განხორციელებაში. რჩეული მასწავლებლების გამოვლენის შემდეგ ახლა უკვე დროა გამორჩეული სკოლებიც აღმოვაჩინოთ, რადგან მჯერა, რომ ყველა სკოლას ჰყავს თავისი პირობითად ლადო აფხაზავა. ჩვენ კი გვინდა, რომ ასეთ მასწავლებლებს შევუქმნათ განსაკუთრებული მიკროსისტემა, სადაც ყველას ექნება საშუალება თავისი შესაძლებლობები სრულყოფილად გამოავლინოს."
კონკურსის შინაარსობრივ მხარეზე ისაუბრა განათლების კოალიციის თავჯდომარემ, ირინა ხანთაძემ:
"კონკურსი გათვლილია მხოლოდ საჯარო სკოლებზე, რომლის ფარგლებშიც გვინდა გამოვავლინოთ გამორჩეული სკოლები და მათი ხელმძღვანელები, რომლებიც თავიანთი შრომითა და მიდგომებით უზრუნველყოფენ საინტერესო სასკოლო ცხოვრებას."
კონკურსში მონაწილეების შერჩევა რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინებით მოხდება:
- ისტორია და მოტივაცია;
- სკოლის მართვა და განვითარება;
- სწავლა - სწავლების ხარისხის განვითარება;
- ინკლუზიური და პოზიტიური სასკოლო კლიმატის განვითარება;
- რესურსების განვითარება და მოზიდვა.
კონკურსის შედეგად გამოვლინდება გრანპრის და კიდევ ორი სპეციალური ჯილდოს მფლობელი მონაწილე. გრანპრის მფლობელ დირექტორს პრიზის სახით 5 000 ლარი გადაეცემა, ხოლო სკოლას სპეც-პროექტის განსახორციელებლად 30 000 ლარი.
კონკურსი ხორციელდება გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის, თიბისი ბანკის, ტელეკომპანია იმედის, KPMG Georgia-სა და მარკეტინგული კომპანია 4media-ს მხარდაჭერით.
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები