დავით მხეიძეს თამამად შეუძლია თქვას, რომ ერთადერთი მერია ქვეყანაში, ვინც დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს სერიოზულ კონკურენციას გაუწევს. გგონიათ, ქალაქის ინფრასტრუქტურულ განვითარებაში ჩადებულ წვლილს ან ჩაცმის სტილს ვგულისხმობთ? სულაც არა!

საუბარია უნიკალური ავტომობილის ფლობაზე, რომლითაც აქამდე მხოლოდ კალაძეს შეეძლო დაეკვეხნა. თუმცა, მისი უპირობო ლიდერობა დასრულდა.

აზარტულ თამაშებში მერის გამარჯვება მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა. ტრადიციულად, ქართველმა ინტერნეტმომხმარებელმა გაოცება არ დამალეს. მათი ემოციების ზღვაში ჩვენ საუკეთესო რეაქციები შეგირჩიეთ.

რას შეიძლება ნიშნავდეს ახალი პორშე მუნიციპალიტეტში?

რა თქმა უნდა, ახალ გზებს, რაც ყველას უხარია.

კიდევ რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ამბროლაურს პორშემ?

წლის ბოლოს ტურისტული ნაკადის ზრდაზე გამოვითხოვთ ინფორმაციას. მანამდე კი ვნახოთ, როგორ უხდება ამბროლაურის მთავარ ღირსშესანიშნაობას წითელი პორშე.

რას იტყვით? მგონი, იდეალური ფერთა გამაა.

იცით, რას აპირებს ამბროლაურის მერი? ამ ღირსშესანიშნაობის ყველასთვის გაყოფას. როგორც ჩანს, საზოგადოებრივი ტრასნპორტი საქართველოში მართლა ვითარდება, რაც კარგია, მაგრამ ამან ხალხს ახალი დილემაც გაუჩინა — რომელი გაასწრებს?

დილემასთან ერთად გაჩნდა ამბიციებიც.

ამასობაში, ვინმეს მერობა ხომ არ მოგინდათ?

ნუ იჩქარებთ, დაფიქრდით მაინც

ლამის მნიშვნელოვანი დეტალი გამოგვრჩა!

იცით რამდენი ბილეთით მოიგო მერმა მანქანა?

"იმიტომ ამიტომ 4 და 8"

და ბოლოს, ჩვენი ფავორიტი ინტერნეტგამოხმაურება გაინტერესებთ?

იგრიალებს, მა, რას იზამს!