ჯერ კიდევ Game of Thrones-ის ფინალურ სეზონამდე ფანების დიდი ნაწილი ახალ სერიალს ელოდა, რომელიც გმირების ეპოქაში ამოგზაურებდა და სამეფო გვარების წარმომავლობას უკეთ შეასწავლიდა. GOT-ის ფინალური სეზონით იმედგაცრუებულებისთვის ეს ერთგვარი შველაც იყო და ტკივილიც.

ბევრჯერ გავრცელდა ინფორმაცია იმაზე, რომ პრიქველს სხვადასხვა მიზეზით აღარ იღებდნენ, თუმცა უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია. უკან დასახევი გზა აღარ არის!!!

მზად ხარ კიდევ ერთხელ იმოგზაუროთ თავისუფალ კუნძულებზე ან მონათა ყურეში და ნახო როგორ იქმნებოდა ყველაფერი?

თუ კი, ეს ამბავი თქვენთვისაა - HBO-მ გაგვიმხილა, რომ ახალ პრიქველს ტარგარიენების ეპოქაზე გადაიღებს და მას დრაკონების სახლი ერქმევა. მარტინი ჩვენთვის ნაცნობ მოვლენებამდე 300 წლით ადრე ძველ ვალირიაში გვამოგზაურებს, სადაც დიდებული გვარები მსოფლიო ცივილიზაციას აშენებენ, დრაკონები კი ყველაფერს წვავენ.

შეიძლება, ისიც ვიხილოთ როგორ "აიდგეს ფეხი" პირველმა დრაკონებმა ან როგორ ირჩევდნენ მხედარს, როცა ირგვლივ ბევრი ტარგარიენი ფუსფუსებდა.

ამ ეტაპზე სცენარი და სპოილერები არ ვიცით, მაგრამ ცნობილია, რომ ჯორჯ მარტინთან ერთად სერიალზე რაიან კონდალი იმუშავებს. ასევე, კონდალთან ერთად რეჟისორის რანგით, სერიალში ჩაერთვება მიგელ საპოჩნიკი. ის საპილოტო და დამატებით ეპიზოდებს უხელმძღვანელებს, კონდალი კი სცენარს დაწერს.

HBO ხუთ სავარაუდო იდეას ავითარებდა, რომელიც შესაძლოა პრიქველებად გვენახა. მათ შორის იყო ვერსია, რომელშიც ნაომი უოტსი უნდა გვეხილა, თუმცა არხმა პრიქველის დაანონსებამდე ცოტა ხნით ადრე გვამცნო, რომ სპინოფის გადაღება შეწყვიტა.