დღეს, 29 ოქტომბერს საქართველოს პირველი არხის თანამშრომელი, ოპერატორი სანდრო ბერაძე ცხვარიჭამიის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. მაშველები მას ბოლო სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო პოლიციაც. On.ge უსამძიმრებს ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და კოლეგებს.