სოფელ ქობულეთში მანქანა, რომელსაც სკოლის მოსწავლე მართავდა, ავარიაში მოყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მანქანა ხეს შეეჯახა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.