საერთაშორისო ჯგუფ ვიონის წევრი ბილაინი, Apple-ის ავტორიზებული პარტნიორი საქართველოში, ბილაინის მაღაზიებსა და ვებგვერდზე iPhone 11-ის, iPhone 11 Pro-სა ან iPhone 11 Pro Max-ის შეძენისას მომხმარებელს საჩუქრად ყოველ თვე 64GB მობილურ ინტერნეტს ურიცხავს. თანხის ერთიანი გადახდისას მომხმარებელს მობილური ინტერნეტი 12 თვის განმავლობაში ერიცხება, ხოლო განვადებით სარგებლობის შემთხვევაში —განვადების სრული პერიოდის განმავლობაში.

ბილაინი მომხმარებელს სამ მოდელს სთავაზობს:

  • iPhone 11 64GB — თვეში 137,89₾ (24 თვიანი განვადების შემთხვევაში); 2899₾
    ერთიანი გადახდისას;
  • iPhone 11 Pro 64GB — თვეში 194,53₾ (24 თვიანი განვადების შემთხვევაში);
    4099₾ ერთიანი გადახდისას;
  • iPhone 11 Pro Max 64GB — თვეში 213,71 ₾ (24 თვიანი განვადების შემთხვევაში);
    4499₾ ერთიანი გადახდისას.

ბილაინი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ისარგებლოს 12, 18 და 24 თვემდე განვადებით როგორც მაღაზიებში, ასევე ვებგვერდიდან www.beeline.ge და
ყოველთვიური გადასახადი პირდაპირ საკუთარი მობილური ბალანსიდან დაფაროს.