დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ 12 დეკემბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მხარი არ დაუჭირა. ვადამდელ არჩევნებს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ითხოვდა.

პრემიერ-მინისტრის შემოთავაზებას მხარი 299 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი 70 იყო. კანონის მიხედვით, თუ ვადამდელ არჩევნებს მთავრობისთვის უნდობლობის ვოტუმის გარეშე აცხადებენ მაშინ სულ მცირე 434 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

კენჭისყრის შემდეგ ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ვადამდელ არჩევნებს პარლამენტში ისევ მოითხოვს და ამ შემთხვევაში უბრალო უმრავლესობა იქნება საჭირო. ჯონსონს იმედი აქვს, რომ არჩევნებზე კონსერვატიული პარტია უმრავლესობას მოიპოვებს.

28 ოქტომბერს ევროკავშირი ბრექსიტის 2020 წლის 31 იანვრამდე გადადებას დათანხმდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის თქმით, ბრიტანეთს შეუძლია ევროკავშირი უფრო ადრეც დატოვოს, თუ პარლამენტი შეთანხმებას მიიღებს.