ეფლმა ახალი AirPods Pro დააანონსა, ხმის აქტიური ჩახშობის ტექნოლოგიით და სილიკონის ცვლადი თავებით. ახალი ყურსასმენების გაყიდვა 30 ოქტომბერს დაიწყება და მისი ფასი $249 იქნება.

ჩაშენებული მიკროფონების საშუალებით ყურსასმენები გარემოში არსებულ ხმაურს აღიქვამს, შემდეგ კი მას ანეიტრალებს. AirPods Pro-ს ასევე ახალი, "გამჭვირვალე რეჟიმიც" ექნება, რომელიც საშუალებას მოგცემთ, რომ გარშემო არსებული ხმა, მაგალითად, მეგობრის საუბარი მაშინაც გაიგოთ, როდესაც ყურსასმენები გიკეთიათ.

ეფლი ეარპოდებს სამი სხვადასხვა ზომის სილიკონის თავს აყოლებს. ეარპოდებში ასევე ჩაშენებულია სისტემა, რომელსაც ყურში არსებული ხმის დონით შეუძლია განსაზღვროს, სწორად შეარჩიეთ თუ არა ზომა, რაც, ეფლის თქმით, მომხმარებლებს საქმეს გაუადვილე

AirPods Pro-ს უსადენო დატენვის ფუნქცია და Hey Siri ბრძანებების მხარდაჭერაც ექნება. AirPods Pro ოფლ და წყალგაუმტარია, შესაბამისად, მას სავარჯიშო დარბაზებში მალე შეხვდებით.

ელემენტი 4,5 საათის განმავლობაში ძლებს. თუმცა, თანდაყოლილი ჩასადების საშუალებით ყურსასმენების დატენვას ჯამში დაახლოებით 4-ჯერ შეძლებთ.