შოტლანდიელმა მსახიობმა ჯეიმს მაკევოიმ საიდუმლოდ იქორწინა თავის შეყვარებულზე, ლიზა ლიბერატიზე. მსახიობი თავის მომავალ ცოლს 2017 წელს, Split-ის გადაღებაზე შეხვდა, სადაც ლიბერატი პროდიუსერის ასისტენტად მუშაობდა.

მაკევოი წარსულში მსახიობ ანა-მარია დაფიზე იყო დაქორწინებული. მათ 9 წლის შვილი ჰყავთ. ურთიერთობა 11-წლიანი ქორწინების შემდეგ დასრულდა. განქორწინების პროცესის დასრულებიდან 2 თვეში მაკევოიმ და ლიბერატიმ ურთიერთობა ინსტაგრამზე გააოფიციალურეს.

View this post on Instagram

Happy birthday beautiful.

A post shared by James Mcavoy (@jamesmcavoyrealdeal) on

X-Men-ის მსახიობი ლიზასთან ერთად ფილადელფიიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, როდესაც პაპარაცებმა მისი ცოლი საქორწინო ბეჭდით დააფიქსირეს.