მეგობრებო, დავაცადოთ წმინდა სინოდს, რომ განიხილოს თავის სისტემაში არსებული საკითხი — თურნავა
ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას მიაჩნია, რომ მეუფე იაკობის განცხადებები, რომლებშიც ყოფილი პრემიერი, ყოფილი შს მინისტრი და ყოფილი სუს-ის ხელმძღვანელი ფიგურირებს, საპატრიარქოს განსახილველი საკითხია. საუბარია ბრალდებებზე, თითქოს კვირიკაშვილს, გახარიას და გომელაურს პატრიარქის გადაყენება სურდათ.
"წმინდა სინოდმა განიხილოს პირველ რიგში და შემდეგ ვიმსჯელებთ ამაზე. ეს არის მათი კომპეტენცია. მეგობრებო, დავაცადოთ წმინდა სინოდს, რომ განიხილოს თავის სისტემაში არსებული საკითხი ", — ასე პასუხობს თურნავა კითხვას, უნდა დაიწყოს თუ არა პროკურატურამ გამოძიება.
გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ მეუფე იაკობის განცხადებაზე გამოძიება არ დაუწყიათ.
"თუ სამართლებრივ რეაგირებას მოვახდენთ, ინფორმაციას გავავრცელებთ", — აღნიშნავენ პროკურატურაში.
დღეს, 28 ოქტომბერს მეუფე იაკობი საპატრიარქოში პატრიარქს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ეპისკოპოსმა განაცხადა, რომ ქორეპისკოპოსობა და საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეობა თავისი ნებით დატოვა.
მეუფე იაკობმა 26 ოქტომბერს TV პირველის ეთერში ყოფილ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გამართული შეხვედრა გაიხსენა, სადაც "ეჩალიჩებოდნენ პატრიარქ ილია მეორის გადაყენებაზე და შიო მუჯირის პატრიარქად არჩევაზე". მისი თქმით, შეხვედრას ესწრებოდა სამი ადამიანი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელი უფროსი ვახტანგ გომელაური, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია და გიორგი კვირიკაშვილი.
კითხვაზე, პრემიერთან შეხვედრაზე განიხილებოდა პატრიარქის ტახტიდან ჩამოცილება, თუ მკვლელობა, იაკობმა უპასუხა:
"ყველაზე კარგი ვარიანტი იყო, რომ მოეკლათ... მე მაგას არ დავუშვებ. არც დიმიტრი [შიოლაშვილი], არც პეტრე [ცაავა], არც სხვები, არც ბატონი ბიძინა [ივანიშვილი]... მე შემიძლია გამოვიდე და ყველა მაგათზე ვთქვა, რას აკეთებდნენ, რას აშავებდნენ. ჭკვიანად თუ არ იქნებიან, გადავუვლი თავზე, რომ ჰგონია რომ ქვეყნის ხელმძღვანელია..."
ეპისკოპოს იაკობის თქმით, პრემიერ კვირიკაშვილის ცენტრალურ კაბინეტში გაიმართა ეს შეხვედრა და ამის შესახებ პატრიარქმა ილია მეორემაც იცის. იაკობის მტკიცებით, მას აქვს დოკუმენტები იმაზე, რომ "მეუფე პეტრე და დეკანოზი [გიორგი მამალაძე] ერთად იყვნენ ყველაფერში". სასულიერო პირი ამბობს, რომ "ციანიდის საკითხი" მანამდე, ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი, რაშიც "სახელმწიფოც იყო ჩარეული".
მეუფე იაკობის თქმით, მთავრობის წევრებს პირველად თავად შეხვდა, შემდეგ კი მათ შეხვდნენ მეუფე თეოდორე, მეუფე გრიგოლი და მეუფე პეტრე:
"მათ [გიორგი] გახარია და ვახო [გომელაური] შეხვდა. მას [ვახტანგ გომელაურს] ყოველთვის წესიერი პოზიცია ეჭირა. მითხრეს, რომ... პირდაპირ გეტყვით, ვანოს [ჩხარტიშვილის] ის იყო ბიძინასთან... ბიძინამ კიდე ამათ დაავალა. მაგათ ყველას აწი მე მივხედავ. რომელი 2020-ის არჩევნები? ყველას მივხედავ".
მეუფე იაკობის ბრალდებები უარყო პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. მეუფე პეტრემ კი პროკურატურას მოუწოდა, ბოდბელი ეპისკოპოსის განცხადებებით დაინტერესდეს.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები