უსუფაშვილი: გამაოცა ნარმანიას პოზიციამ, რომ საკრებულოში მისვლას არ აპირებს
"ყველაზე მეტად გამაოცა თბილისის მერის, ჩემი დიდი ხნის მეგობრის და კოლეგის, დავით ნარმანიას პოზიციამ იმის თაობაზე, რომ ის დეკემბრამდე საკრებულოში მისვლას არ აპირებს" - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავჯდომარე, დავით უსუფაშვილი, თბილისის მერის გუშინდელ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ დეკემბრამდე საკრებულოში მისვლას არ აპირებს და გამონაკლისს არც ბოტანიკური ბაღის საკითხის გამო დაუშვებს.
უსუფაშვილმა განაცხადა, რომ თუ ნარმანია დეკემბრამდე საკრებულოში არ მივა, შესაძლოა დეკემბრის შემდეგ თავად საკრებულოს, და არა მხოლოდ მას, მასთან შეხვედრა არ მოუნდეს:
"ეს არ არის სწორი პოზიცია. ვინც ასე ეპყრობოდა საკრებულოს თუ პარლამენტს, მერები, მინისტრები და პრემიერ მინისტრები, რაიმე დიდი წარმატებისთვის არ მიუღწევიათ. ამაზე მეტყველებს ჩვენი უახლოესი ისტორია".
ნარმანიას საკრებულოში მისვლის საკითხი თბილისის საკრებულოს წევრმა, ალეკო ელისაშვილმა ბოტანიკური ბაღის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების გამო დააყენა.
დღეს, 6 მაისს, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტში ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ცვლილების და მის მიმდებარედ 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გასხვისებასთან დაკავშირებით იმსჯელეს. შეხვედრას ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მათი აზრით, ბოტანიკური ბაღისა და ფინსერვისი XXI-ის მიერ გაცვლილი 4 ჰექტარი და მის მიმდებარედ, 3 მაისს გაყიდული 29 ჰექტარი მიწის ფართობები ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება. მმართველი გუნდი კი განმარტავს, რომ გაყიდულ 29 ჰექტარზე რეკრეაციული ზონა გაშენდება.
შპს ფინსერვისი XXI-ის 2016 წლის 12 აპრილის მიმართვის საფუძველზე თბილისის ბოტანიკური ბაღის საკადასტრო საზღვრების კორექტირება განახორციელეს, რომლის საფუძველზეც კომპანიამ და ბოტანიკურ ბაღმა ტერიტორიები გაცვალეს.
3 მაისს კი ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი აუქციონის მეშვეობით თანაინვესტირების ფონდმა 6326495 ლარად შეიძინა.
როგორც ქონების მართვის სააგენტოს ვებსაიტზე წერია, აუქციონში მხოლოდ ერთი სუბიექტი იღებდა მონაწილეობას და შესაბამისად გამარჯვებულიც ის გახდა. აუქციონის საწყისი ფასი 6 233 000 ლარი იყო, თუმცა გამარჯვებულმა, რომლის ვინაობაც ჯერ გაცხადებული არ არის, 29 ჰექტარ მიწის ფართობში 6 326 495 ლარი გადაიხადა.
აუქციონის პირობებში მასში გამარჯვებული კომპანიის მიერ შესასრულებელი ვალდებულებების ჩამონათვალია. მათ შორის წერია, რომ გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, სამშენებლო ნებართვის აღებიდან არაუგვიანეს 36 თვის ვადაში, მაგრამ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 48 თვის ვადაში, ააშენოს არანაკლებ 80 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი, რომლის განაშენიანების ფართი, გარდა ტექნიკური/დამხმარე ფართისა, უნდა იყოს არაუმეტეს 20 ათასი კვადრატული მეტრისა.
აღნიშნული ტერიტორიის გასხვისებასთან, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის 4 ჰექტარის გაცვლასა და პანორამა თბილისის მშენებლობასთან დაკავშირებით 7 მაისს 13 საათზე NGO-ები საპროტესტო აქციის გამართვას სოლოლაკის ქედზე იმ ადგილას აპირებენ, სადაც პანორამა თბილისის მშენებლობა იგეგმება.
-
გადახედვადაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA დაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას დღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
კომენტარები