კომპანია პროსერვისში აცხადებენ, რომ მათ სერვერებზე ჰაკერული თავდასხმა მიმდინარეობს. მათი თქმით, ამ წუთებშიც შეტევას იგერიებენ.

კომპანიაში On.ge-ს განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე ვერანაირ ინფორმაციას ვერ გასცემენ, მათ შორის ვერც იმას, თუ რამდენი ვებგვერდია დაჰაკული. მათი თქმით, დეტალური ინფორმაციაა დაახლოებით 3 საათში ექნებათ.

ამ ეტაპზე ჩვენთვის ცნობილია, რომ დაჰაკულია რამდენიმე სამთავრობო და კერძო ვებგვერდი, მათ შორის არიან მედიები და არასამთავრობო ორგანიზაციები. აღნიშნული საიტების გახსნისას ჩნდება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკააშვილის ფოტო წარწერით: I ll be back (მე დავბრუნდები).

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს. უწყებაში ამ ეტაპზე სხვა კომენტარს არ აკეთებენ.

გაიგეთ მეტი: