Supernatural-ის მაყურებლები სერიალის სიუჟეტური მოულოდნელობებით უკვე დიდი ხანია განებივრებულები არიან, თუმცა ამჯერად უკვე ამ თხუთმეტსეზონიანი სერიალის მსახიობმა გადაწყვიტა რეალურ ცხოვრებაში გაბმულიყო ხათაბალაში:

ჯარედ პადალეკი, რომელიც Supernatural-ში ერთ-ერთ მთავარ, სემ ვინჩესტერის როლს ასრულებს, 27 ოქტომბერს ტეხასის შტატში ჩხუბის გამო დააპატიმრეს.

ამერიკული ტაბლოიდის, TMZ-ის ცნობით 37 წლის მსახიობი თავის მეგობართან ერთად ერთ-ერთ ბარს სტუმრობდა, რა დროსაც ჯარედ პადალეკის სიტყვიერი შეკამათება ბარმენთან ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსახიობს კანონდარღვევის გამო საზოგადოებისთვის სასარგებლო სავალდებულო სამუშაოს შესრულება ან 15 000$-მდე გირაოს გადახდა ემუქრება, თუმცა ჯერ-ჯერობით სასამართლოს ოფიციალური განაჩენი ცნობილი არ არის.