შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამთავრობო და სხვა ვებგვერდების დაჰაკვაზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ უწყებაში On.ge-ს უთხრეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს. უწყებაში ამ ეტაპზე სხვა კომენტარს არ აკეთებენ.

სამთავრობო და სხვა ვებგვერდები დღეს, 28 ოქტომბერს დაჰაკეს.