პრეზიდენტის ადმინისტრაციისა ვებგვერდი დაჰაკეს. საიტს გახსნისას ჩნდება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკააშვილის ფოტო წარწერით: I ll be back (მე დავბრუნდები).

პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებით, კიბერშეტევები ვებგვერდზე ხშირად ხდება და IT სამსახური მათ მოგვარებაზე მუშაობს. მისივე თქმით, ამ პრობლემის შესახებ ახლა არკვევენ.

დაჰაკულია სხვა სამთავრობო და კერძო ვებგვერდებიც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს. უწყებაში ამ ეტაპზე სხვა კომენტარს არ აკეთებენ.

ფოტო: კადრი პრეზიდენტის ვებგვერდიდან