ჰელოუინი მოგვიახლოვდება და BBC-მ ზედგამოჭრილი თემატიკით ახალი პროექტი დააანონსა: ბრემ სტოკერის საკულტო ნაწარმოების, დრაკულას ეკრანიზაციებს ამჯერად ახალი სერიალი შეემატება.

ეს ახალი სატელევიზიო შოუ BBC-სა და Netflix-ს საერთო პროდუქტი იქნება, რომლის სცენარზეც სტივენ მოფეტმა და მარკ გეტისმა იმუშავეს, რომლებსაც მანამდე ისეთი სერიალების სცენარის შექმნაში მიუღიათ მონაწილეობა, როგორებიცაა Doctor Who და Sherlock.

სერიალს სულ სამი ეპიზოდი ექნება და მასში შიშისმომგვრელი ურჩხულის, დრაკულას როლს მსახიობი კლეის ბენგი შეასრულებს, რომელსაც მაყურებლები ფილმ The Square-დან იცნობენ.

სერიალის გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ მისი პრემიერა 2019 წლის დასრულებამდე აუცილებლად შედგება.