ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგაბით, ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის მუნიციპალიტეტების შუალედურ მაჟორიტარულ არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

ლაგოდეხის 4 უბნის მონაცემებით ხმები ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება, ომარ შველიძე — 84,4%;
  • ევროპული საქართველო, მალხაზი მელაშვილი — 14,71%;
  • მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის, დავით ბეგლარაშვილი — 0,89%.

ადიგენში სულ ერთი უბანი იყო, სადაც ხმების 100-ვე პროცენტი, 875 ხმა ერთადერთმა კანდოდატმა, ქართული ოცნების ზურაბ ფეიქრიშვილმა მიიღო. ასეთივე შედეგი დადგა მარტვილის მაჟორიტარულ ოლქში, სადაც ორი უბანი იყო და ხმების 100 პროცენტი, ასევე, ერთადერთმა კანდიდატმა რობერტ კაკულიამ მიიღო.

ფოტო: ცესკო

ფოტო: ცესკო