თბილისში, ვარკეთილში ტაქსის მძღოლი დაჭრეს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებული უკვე დაკავებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.