რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მარნეულის პოლიციასთან ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები შეიკრიბნენ, რომლებიც ამბობენ, რომ გასული ღამის განმავლოაბაში მათი პარტიის წევრების ოჯახებში შეიჭრნენ, დაარბიეს და 7 პირი დააკავეს.

როგორც ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატი, აჰმედ იმამკულიევი ამბობს, აღნიშნული 8 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე მომხდარ ინციდენტს უკავშირდება და მოუწოდებს შსს მინისტრს, გიორგი მღებრიშვილს, პირადად დაინტერესდეს მიმდინარე მოვლენებით:

"მღებრიშვილს ვთხოვ დაიწყოს გამოძიება ბატონ, მარხინ გაზიევისგან, რომელმაც იცის მანქანით ქვები ვინ მოიტანა. ეს ადამიანი ყოფილი და მომავალი დეპუტატია სიით".

დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, აჰმედ იმამკულიევმა განაცხადა, რომ მარნეულში ენმ-ს აქტივისტების ოჯახებში სამართალდამცავები შეიჭრნენ. On.ge შეეცადა ინფორმაციის შსს-სთან გადამოწმებას, რაზეც უწყებაში გვიპასუხეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მოგვიანებით განცხადებას გაავრცელებდნენ.