ბათუმში წვიმის შედეგად ქუჩები ისევ დაიტბორა. შესაბამის ვიდეოს ბათუმის ფეისბუქ გვერდზე ავრცელებენ. ვიდეოს აღწერაში წერია, რომ დატბორილია ფარნავაზ მეფისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთა. კადრებში ჩანს, რომ წყლის დონე გზაზე მოძრავ მანქანებს თითქმის ნახევრამდე ფარავს.

On.ge დაუკავშირდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, სადაც განაცხადეს, რომ 40 შეტყობინება მიიღეს, ძირითადად მხოლოდ ქუჩების დატბორვის თემაზე. პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მაშველებმა ყველა შემთხვევაზე მოახდინეს რეაგირება.