შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მხრიდან მუქარები ხშირია და თუ ცეცხლს გახსნიან, მისივე მტკიცებით, საქართველო მზადაა საპასუხო ქმედებისთვის. ამის შესახდებ მან დღეს, 26 ოქტომბერს ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა:

"ეს პირველი არ არის, ხშირად ხდება მუქარა, ამას ვიზამთ, იმას ვიზამთ, ცეცხლს გავხსნით. ჩვენ მაქსიმალურად ვზად ვართ და თუ გახსნიან ჩვენც ვუპასუხებთ რომ დავიცვათ მოსახლეობა და ტერიტორიები".

აჭარაში ნატოს გემების შემოსვლის პარალელურად, ოკუპირებულ ცხინვალში "სასწავლო მიზნებით" საბრძოლო რეჟიმი გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

ბრძანება ამის შესახებ დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა, იბრაჰიმ ჰასაევმა გასცა. დე ფაქტო უწყების განცხადებით, მათი მიზანია შეამოწმონ რამდენად მზად არის სამხედრო განყოფილება, რომ შეასრულოს თავისი ფუნქციები სხვადასხვა პირობებში. საბრძოლო რეჟიმი სპეციალური ბრძანების გაცემამდე გაგრძელდება.