პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე "დაგეგმილ პროვოკაციას" უწოდებს იმას, რომ კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის თავმჯდომარე მერაბ ღოღობერიძე მას გინებასა და მუქარაში ადანაშაულებს. დეპუტატი ფეისბუზე ავრცელებს განცხადებას და მომხდარის გამოს აზოგადოებას ბოდიშს უხდის:

"როგორც საუბრის ბოლო ჩანაწერი გამოაქვეყანა, ისევე შეუძლია გამოაქვეყნოს ჩანაწერის პირველი ნაწილი, საიდანაც საზოგადოება გაიგებს სრულ სიმართლეს და მოისმენს ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანის რეალურ მიზეზს. მსგავსი ტიპის პროვოკაცია მერაბ ღოღობერისძისგან არც პირველია და არც უკანასკნელი, მის პიროვნებაზე მეტყველებს მის მიერ განვლილი ცხოვრება. კიდევ ერთხელ მინდა ბოდიში მოვუხადო, თითეულ ქართველს, ჩემს ამომრჩევლებს და თანამოქალაქეებს, ღრმა პატივისცემა და პასუხისმგებლობა მინდა გამოვხატო თქვენს წინაშე", — წერს ვახტანგაძე.

კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის თავმჯდომარე მერაბ ღოღობერიძე ამბობს, რომ პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მუხრან ვახტანგაძემ მას აგინა. სატელეფონო ზარისას, სავარაუდოდ, პარლამენტარი აგინებს ღოღობერიძის დედას, დას, ცოლს. მოგივანებით კი მთელ ოჯახს აყენებს შეურაცხყოფას.

ღოღობერიძის განცხადებით, მოხმდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. უწყებაში აცხადებენ, რომ დაწყებულია ფაქტის შესწავლა.