თიბისის საქმე არსებითი განხილვის პროცესში გადავიდა. მომდევნო სხდომა 8 ნოემბერს, 13 საათზე ჩაინიშნა.

სხდომაზე დაცვის მხარემ დავის შეწყვეტის შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. მისი თქმით, დავის შეწყვეტისთვის საკმარისი საფუძველი არ არსებობს.

გარდა ამისა, სასამართლომ პროკურატურის მიერ დაქირავებული უცხოელი ექსპერტების ჩვენებები დაუშვებლად ცნო. ასევე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო პროკურატურის შუამდგომლობა, რომლითაც ბრალდების მხარე იმ მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას ითხოვდა, რომელიც ჩვენებების სახით დაცვის მხარემ საზღვარგარეთ მოიპოვა.

სხდომის დაწყებამდე თიბისი ბანკის საქმის პროკურორი, არჩილ ტყეშელაშვილი ამბობდა, რომ უცხოელ ექსპერტებს, რომელიც მათ საქმისთვის დაიქირავეს, მსგავს დანაშაულებთან შეხება ჰქონიათ. მისივე თქმით, ის, რომ ექსპერტებმა ქართული კანონმდებლობა არ იციან და მათი შეფასება არაობიექტურია, სიცრუეა.

"უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია არის ტრანსნაციონალური დანაშაული. ეს დანაშაული და ასეთი შემადგენლობა მოქმედებებს იმ ქვეყნებში, რომლებშიც საქმიანობდნენ ეს ექსპერტები. ერთ-ერთი მათგანი იყო ისრაელის გენერალური პროკურორი და არაერთ გახმაურებულ საქმეზე მონაწილეობდა. მეორე იყო აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამსახურის ბრძოლის", — თქვა პროკურორმა ჟურნალისტებთან.