The King - ასე ჰქვია ნეტფლიქსის ახალ ფილმს, რომელშიც მთავარ როლებს ცნობილი მსახიობები, ტიმოთი შალამე და რობერტ პატინსონი ასრულებენ.

ფილმის პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე შედგა, პირველი ნოემბრიდან კი მისი ხილვა ნეტფლიქსზეც შესაძლებელი იქნება. ამ თარიღამდე ერთი კვირით ადრე ფილმის სრული და ფინალური ტრეილერი გამოქვეყნდა.

ფილმში მეთხუთმეტე საუკუნის ევროპული ისტორიაა გაცოცხლებული, რომელიც ინგლისის მმართველის, ჰენრი V-ის შესახებ მოგვითხრობს. ინგლისელი მონარქის როლს ტიმოთი შალამე ასრულებს, რობერტ პატინსონი კი მის მოწინააღმდეგედ მოგვევლინება.

ფილმის რეჟისორი დევიდ მიჩოდია, რომელმაც მაყურებლებს მანამდე თავი დაამახსოვრა ფილმებით The Rover (2014) და Animal Kingdom (2010).