ნეიროფსიქოლოგი ხოაკინ ფენიქსის ჯოკერს მკვლელის ფსიქოლოგიის შესასწავლად გამოიყენებს
სამოცდახუთი წლის მეცნიერზე, ედრიენ რეინზე ვერავინ იტყოდა, რომ კომიქსის გმირების ფანია, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ის თავის დისშვილებთან ერთად თავისუფალი დროის გატარებისას კინოთეატრში ტოდ ფილიპსის გახმაურებული ფილმის, ჯოკერის ჩვენებაზე აღმოჩნდა.
ედრიენ რეინი ცნობილი ბრიტანელი ფსიქოლოგია, რომელიც ორმოც წელზე მეტია იმ ტიპის დამნაშავეების ფსიქოლოგიურ არქეტიპებს შეისწავლის, რომელთაც განსაკუთრებით მძიმე ძალადობრივი დანაშაულებები აქვთ ჩადენილი. ის ერთგვარი პიონერია ახალი დარგის - ნეიროკრიმინოლოგიის განვითარებაში, რომელიც დამნაშავეების ტვინის მდგომარეობისა და განვითარების შესწავლას ისახავს მიზნად, რათა დადგინდეს, თუ რა უბიძგებს მათ დანაშაულის ჩადენისაკენ.
კინოსეანსზე მყოფი სულაც არ ელოდა, რომ მისთვის რაღაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანს იხილავდა, თუმცა, სრულიად მოულოდნელად, დიდ ეკრანზე ნანახმა ჯოკერის პერსონაჟმა მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. მისი განცხადებით, ფილმის სცენარი, რომელზეც ტოდ ფილიპსმა და სკოტ სილვერმა იმუშავეს, დეტალურად ასახავს იმ გზას, თუ როგორ შეიძლება უბიძგოს ძალადობისკენ ადამიანს გენეტიკური წინასწარგანწყობის, ბავშვობის ტრავმის, სოციალური მდგომარეობისა და მკურნალობის გარეშე დატოვებული მენტალური პრობლემის საერთო კომბინაციამ.
მიუხედავად იმისა, რომ პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორმა ისიც კი არ იცოდა, თუ როგორ წარმოითქმებოდა მსახიობ ხოაკინ ფენიქსის სახელი და გვარი, მისი აზრით, მსახიობმა შესანიშნავად გაართვა თავი დაკისრებულ დავალებას და თავისი გარეგნობით, უჩვეულო მიმიკებითა და მოულოდნელი ჟესტიკულაციით ზუსტად გამოხატა იმ ადამიანის მდგომარეობა, რომელიც ფსიქიკური პრობლემებით იტანჯება.
"ფილმი გასაოცრად თანმიმდევრულად ასახავს, თუ როგორ შეიძლება წარსულმა გამოცდილებამ და აწმყოში არსებულმა გარემოებებმა მკვლელობისკენ გიბიძგოს. 42 წლის განმავლობაში ვსწავლობდი სხვადასხვა სახის კრიმინალისა თუ ძალადობის გამომწვევ მიზეზებს და ამ ფილმის ყურებისას გაოცებული ვიყავი, თუ როგორ ემთხვეოდა ყველაფერი იმას, რაც მე წლების განმავლობაში შევისწავლე."
ჯოკერის მიმართ ედრიენ რეინის პროფესიული აღფრთოვანება იმდენად დიდია, რომ ის აპირებს მომავალ სემესტრში ფილმი თავისი სტუდენტების სასწავლო მასალებში შეიტანოს.
"ეს ფილმი შესანიშნავია საშუალებაა იმის გასაგებად, თუ როგორ შეიძლება გახდე მკვლელი. ჩემს ლექციებზე ხშირად ვსაუბრობ ყველამ იმ ფაქტორზე, თუ რამ შეიძლება განაპირობოს ეს, მაგრამ რეალური პიროვნების ისტორიაში იშვიათად თუ გადააწყდებით ყველა ფაქტორის კომბინაციას. ეს ფილმი კი სწორედ ამ ყველაფერს ერთად უყრის თავს და იდეალურად ასახავს მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს. ეს უბრალოდ წარმოუდგენელი აღმოჩენა გამოდგა ჩემთვის."
კრიმინოლოგიისა და ფსიქიატრიის პროფესორი იმასაც აღნიშნავს, რომ მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობასთან ძალადობის საფრთხის დაკავშირებისას ფრთხილად უნდა ვიყოთ:
"ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს იარლიყი არ უნდა მივაკრათ, რომ, თითქოს, ისინი აუცილებლად საშიშები არიან. თუმცა, ისიც ვიცით, რომ ფსიქიკური დაავადება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ძალადობისკენ მიდრეკილებაში, რის გამოც დროულად უნდა ვუმკურნალოთ მას."
ედრიენ რეინისთვის ისიც მნიშვნელოვანი იყო, რომ ფილმში ხოაკინ ფენიქსის პერსონაჟი მთელი სიზუსტით ასახავდა იმ ფსიქიკურ მდგომარეობას, რომელსაც მეცნიერი რეაქტიულ აგრესიას უწოდებს:
"მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები მარტივად არ ხდებიან სერიული მკვლელები, რომლებიც ბანკის ძარცვას ან ადამიანების მკვლელობას გეგმავენ. არა, ისინი უბრალოდ იმპულსურად, ემოციურად რეაგირებენ და შესაბამისადაც მოქმედებენ. ფილმში კი ჯოკერი სწორედ ასეთი იყო."
როგორც მეცნიერი იხსენებს, ფილმის ნახვის შემდეგ კიდევ დიდხანს იყო გაოცებული იმით, თუ როგორ ზუსტად იყო ასახული ფილმში ფსიქოლოგიური პორტრეტი იმ ადამიანისა, რომელიც მკვლელად იქცა:
"არ მგონია, რომ ჯოკერს თავისუფალი ნება ჰქონდა, რომ ისე ეცხოვრა, როგორც სურდა. ის მოსიარულე ბომბი იყო, რომელიც აფეთქებას ელოდა და ასე მოხდა კიდეც, როცა მხრებზე ერთდროულად დააწვა ყოველდღიური სტრესი, ძალადობა და სამსახურის დაკარგვა. ასეთ დროს უბრალოდ აღარაფერი გაგაჩნია... სწორედ ამ ფაქტორებმა განაპირობა მისი ბედი, რადგან მოძალადედ არავინ იბადება."
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები