მანქანის შეკეთება ენერგიასთან ერთად, დროის რესურსსაც მოითხოვს, რომელიც, როგორც წესი, სამსახურიდან გამოთავისუფლებულ ძვირფას საათებს აკლდება. ხანდახან ხელოსნიდან ხელოსანთან, ერთი პუნქტიდან მეორეში საათობით სიარულის შედეგი მხოლოდ ერთი დასრულებული ოპერაციაა ხოლმე (მაგალითად, ზეთის გამოცვლა), დანარჩენი პროცედურები კი სხვა, ჰიპოთეტური შაბათ-კვირისთვის ინაცვლებს.

მანქანის შეკეთება-მოწესრიგებაში ავტომფლობელები ერთ ჯერზე საშუალოდ 8,5 საათს ხარჯავენ, ეს კი ხელწამოსაკრავი დრო არაა. წარმოიდგინე, მეგობარმა შეხვედრაზე 8,5 საათით რომ დააგვიანოს, ან საცობი 8,5 საათი რომ გაგრძელდეს, ხომ დაგენანებოდა ეს საათები? ხშირად მხოლოდ იმიტომ ვიღებთ საკუთარ თავზე ამ რთულ საქმეს, რომ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთ, CARU კი სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ ადამიანებს მანქანის გასაკეთებლად გამოყოფილი დრო დაუზოგოს:

აი, რა შეგიძლია გააკეთო 8,5 საათის განმავლობაში ხელოსნებთან სირბილის ნაცვლად:

1. დაალაგო მთელი სახლი, გადაარჩიო ტანსაცმელი, რომელსაც აღარ იცვამ და საქველმოქმედო მიზნებისთვის გადადო

გამარჯობა, ახალო მინიმალისტურო ცხოვრებავ!

2. უყურო ჰარი პოტერის პირველ სამ ფილმს და აღიარო, რომ აზკაბანის ტყვე მაინც ყველას სჯობს

ფოტო: Warner Bros

რომელი ერთი აღვნიშნოთ: გარი ოლდმანის არაჩვეულებრივი სამსახიობო ოსტატობა თუ ალფონსო კუარონის განსაკუთრებული ხედვა.

3. თბილისიდან ჩახვიდე ბათუმში, შეუკვეთო ცომგამოცლილი აჭარული ხაჭაპური და ჭამო

ფოტო: Nick Surmava

რა თქმა უნდა, თან სურათები გადაიღო, რომ ფეისბუქზე ყველა შურით გასკდეს.

4. ნახო 30 600 ინსტაგრამ სთორი

ფოტო: Peter Tarka

და ყველა ამ სთორის ავტორს აფიქრებინო, რომ სწორედ მასზე ხარ დაქრაშული

5. დახურო დუალინგოზე ესპანურის საწყისი კურსი

ფოტო: Pixar

კლარო კე სი!

6. ისწავლო 19-ნაოჭიანი ხინკლის მოხვევა

ფოტო: Pixar

8,5 საათი საკმარისი დროა იმისთვის, რომ ახალი უნარი შეიძინო.

7. ნახო მონატრებული მეგობრები და ოჯახის წევრები

თუ თითოეული მეგობრის ნახვას 2 საათს მოანდომებ, ამ დროში 4-ნახევარ მეგობარს ნახავ.

8. წაიკითხო 240-გვერდიანი წიგნი

და შესაბამისად, უფრო თამამად ჩაერთო ხოლმე საუბრებში, როცა ვინმე მექანიკურ ფორთოხალს განიხილავს.

9. ჩამოიარო კორპუსის ყველა სადარბაზოს ყველა მაცხოვრებელი და ეზოში სათამაშო მოედნის გასაკეთებლად საკმარისი ხელმოწერები ააგროვო

ფოტო: Grass Matsusa

აი, თურმე ვინ რთავს მძიმე მეტალს ყოველღამე პირველ საათზე!

10. საკუთარი ხელით შექმნა ჰელოუინის კოსტიუმი

ფოტო: Kimberly Archer

როგორც ამ კრეატიულმა ადამიანმა შექმნა.

11. ისწავლო ცეკვა Youtube ვიდეოების დახმარებით

ფოტო: Youtube

თქვენ წინაშე ტიკტოკის ამომავალი ვარსკვლავია!

12. გამოიძინო იმაზე ნახევარი საათით მეტ ხანს, ვიდრე გირჩევენ ბრიტანელი მეცნიერები

ფოტო: Hilton

ძილი არასდროსაა ზედმეტი.