არქიმანდრიტი ბართლომე, რომელმაც ანიტა რაჭველიშვილზე თქვა, რომ მომღერალს "ყელის კიბო უშველიდა", ბოდიშს მისგან ელის. ბართლომე ამბობს, რომ რაჭველიშვილს საბოდიშოდ აქვს საქმე, რადგან ბერა ივანიშვილი შეურაცხმყოფელად მოიხსენია.

"დაახლოებული ვარ, თუ არა ვარ [ივანიშვილების ოჯახთან] არასდროს დამიმალავს, უბრალოდ, ნებისმიერ შემთხვევაში ეგ რეაქცია მექნებოდა... ანიტა რაჭველიშვილმა, აი, ამ პოსტის გამო ბოდიში უნდა მოიხადოს. თუ ის მოიხდის ბოდიშს, აუცილებლად, მასაც და საზოგადოებას მე მოვუხდი ბოდიშს. ჩემი მთვარი მიზეზი სწორედ ეს იყო, რომ მან ბოდიში მოიხადოს და თავის დანაშაულს მიხვდეს", — განუცხადა არქიმანდრიტმა მთავარ არხს.

მისი თქმით, რაჭველიშვილი არ დაუწყევლია და ეს განცხადება მომღერლის "ისტერიულმა" ქცევამ გამოიწვია.

ანიტა რაჭველიშვილმა ბერა ივანიშვილი შეურაცხმყოფელად მოიხსენია და გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მან 1,1 მილიონი დოლარი გადარიცხა ამაზონის ტყის დასახმარებლ