მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ CCloan-მა, On.ge-ს განუცხადა, რომ სარეკლამო რგოლი, რომელსაც ქალთა უფლელების დამცველმა ორგანიზაციამ, საფარი, დისკრიმინაციული უწოდა, ბადიდან უკვე ამოიღეს. კომპანიის მარკეტინგის განყოფილების წარმომადგენლის განცხადებით, მათთვის ეს თემა აღარ არის აქტუალური:

"სარეკლამო რგოლები ბადეში უკვე აღარ არის რამდენიმე კვირაა და მათაც შეუძლიათ ამის გადამოწმება. შესაბამისად, ჩვენთვის აღარ არის აქტუალური, ეს თემა არის თუ არა დისკრიმინაციული".

ორგანიზაციამ CCloan-ის რეკლამასთან დაკავშირებით, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას და სახალხო დამცველს მიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს, რომ დისკრიმინაციული ხასიათის გამო, არსებული რეკლამა შეფასდეს, როგორც არასათანადო რეკლამა და კომუნიკაციის საშუალებებიდან მოიხსნას:

"CCloan-ის რეკლამაში ნაჩვენებია ე.წ პანელი, სადაც დგანან სექს-მუშაკები და ქალის ტანსაცმლით შემოსილი მამაკაცი, რომელიც შესაძლოა იყოს ტრანსგენდერი სექს-მუშაკი. საფარი მიიჩნევს, რომ რეკლამა დასცინის ამ ადამიანებს და აძლიერებს სტიგმას სისგენდერი და ტრანსგენდერი სექს-მუშაკების მიმართ".