საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ ანა დოლიძის მოღვაწეობით ამაყობს. ასე გამოეხმაურა ის იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილს განცხადებას, რომელმაც პრეზიდენტს მიმართა, დოლიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტოს.

"ანა დოლიძის განცხადებები და მოღვაწეობა არამარტო შეესაბამება იუსტიციის საბჭოს სტანდარტებს, არამედ შეესაბამება უმაღლეს მოქალაქეობრივ სტანდარტებს იმისა, რომ შენ უნდა იყო პასუხისმგებელი უკეთესობისკენ ცვლილების. ამაყი ვარ იმ მოღვაწეობით, რასაც ანა დოლიძე ახორციელებს ქართულ პოლიტიკურ რეალობაში", — თქვა მარგველაშვილმა.

დიმიტრი გვრიტიშვილი დღეს, 25 ოქტომბერს პრეზიდენტს მიმართა, რომ ანა დოლიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტოს. ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოში პრეზიდენტის კვოტით იმყოფება.