ირაკლი მიქაძე ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებელია, რომელმაც ცოტა ხნის წინ საკუთარ პროფილზე გულისამაჩუყებელი ვიდეო დადო.

ვიდეო ორ უცხოელს, უფრო კონკრეტულად კი შვედ ქალებს ასახავს, რომლებიც ყველა ქართველისთვის საყვარელ ქართულ სიმღერას, იმღერე რამეს მღერიან, თანაც ძალიან ლამაზად.

იმდენად საინტერესო შესრულებაა, რომ მოსმენა ნამდვილად ღირს:

აქვე გეტყვით, რომ სიმღერა იმღერე რამე ცნობილ ქართველ კომპოზიტორს, გოგი ცაბაძეს ეკუთვნის.

პირველად ის მაყურებელმა ქართულ ფილმში მხიარული რომანი მოისმინა, როდესაც მას ეკას როლის შემსრულებელი, ხათუნა კოტრიკაძე მღერის.