კრიტიკის შემდეგ ბერას სამთავრობო გუნდი გამოესარჩლა — ვინ რა თქვა
ბოლო ორი დღეა სოციალურ ქსელებსა და პოლიტიკურ წრეებში განსაკუთრებული მონდომებით აკრიტიკებენ და იცავენ ქართული ოცნების თავმჯდომარის შვილს, ბერა ივანიშვილს. მიზეზი "მსოფლიოს ფილტვების" გადასარჩენად გადარიცხული თანხაა.
მომღერალი ISA- ს სოციალურ-ეკოლოგიური ინსტიტუტის "ტყის შვილების" ელჩი გახდა და ტყისა და ტყის ხალხების უფლებების დასაცავად უნდა იბრძოლოს. საქმიანობა მან მსოფლიოში ყველაზე დიდი ტყიდან დაიწყო და 1,1 მილიონი დოლარი გადარიცხა ამაზონის ჯუნგლების დასახმარებლად.
ბერამ აღნიშნა, რომ თანხის ნაწილი მისი დანაზოგია, ნაწილი კი ოჯახის "შეწირულობაა". მან ყველას მოუწოდა "მოქმედებისკენ". ამ რჩევამ და იმ ფაქტმა, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარის შვილი სხვა ქვეყნის პრობლემების მოსაგვარებლად იბრძვის, კრიტიკა გამოიწვია.
მმართველ პარტიაში მსგავსი რეაქცია არაადეკვატური ჰგონიათ. ისინი კრიტიკას მიუღებელს უწოდებენ და იმ საკითხებზე საუბრობენ, რაც ივანიშვილების ოჯახმა საქართველოსთვის გააკეთა.
პრემიერ-მინისტრი ფიქრობს, რომ ბერას კრიტიკა "ორმაგი უსამართლობაა". მისი თქმით, პირველი უსამართლობა არის ქველმოქმედების აქტზე შეტევა, მეორე კი ივანიშვილის ოჯახზე თავდასხმა.
"ბიძინა ივანიშვილის ოჯახი ამ ქვეყანას ეხმარება ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენაში, შენარჩუნებაში, ამასთან, ასობით მილიონს ხარჯავს მომავალ თაობაზე საგანმანათლებლო პროექტებში. როდესაც ახალგაზრდა ადამიანის ქველმოქმედება პოლიტიკური თავდასხმის საგანია, აბსოლუტურად მიუღებელია", — ამბობს ის.
ეკონომიკის მინისტრი და ქალაქის მერი კი განმარტავენ, რომ გლობალურ სამყაროში ვცხოვრობთ და ამაზონის ტყის ხანძარი მხოლოდ ბრაზილიის პრობლემა არ არის.
"ის, რომ ჩვენ რაღაც ჩვენი პატარა წვლილი შეგვაქვს, რომ დავეხმაროთ ცეცხლის ლიკვიდაციაში, ცუდი რა არის ამაში, თან საუბარია ადამიანზე, რომელსაც უამრავი ქველმოქმედება აქვს გაკეთებული საქართველოში. ძირითადად ჩვენ ვისმენდით გაკოტრებული პოლიტიკოსების მხრიდან ამ ტიპის განცხადებებს", — ამბობს კალაძე.
ნათია თურნავა კი აცხადებს, რომ ივანაშვილი გლობალური მეცენატია და არაფერია გასაკვირი იმაში, რომ მხოლოდ საქართველოს განვითარებას არ უთმობს ყურადღებას.
"არამედ ისეთ გლობალურ პრობლემებს, როგორიც არის კლიმატური ცვლილებები. ჩვენ ვცხოვრობთ გლობალურ სამყაროში და ყველაფერი მოქმედებს საქართველოზეც. ეკოლოგიური გამოწვევები ერთ-ერთი დიდი საფრთხეა, რომელზეც ყველამ უნდა იზრუნოს", – ამბობს ის.
სამთავრობო გუნდის გარდა, ამ საკითხს გამოეხმაურენ მმართველი პარტიის დეპუტატებიც. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძეს მიაჩნია, რომ საკუთარი ჯიბიდან დახარჯული თანხა აჟიოტაჟის საგანი არ უნდა ხდებოდეს.
"ბერას და მის ოჯახს უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ამ ქვეყნისთვის და ეს ყველამ კარგად ვიცით, მათ შორის იმათაც, ვინც ასე თავგამოდებული ლანძღავს ივანიშვილების ოჯახს", — დაწერა მან ფეისბუქზე.
დეპუტატმა, აკაკი ზოიძემ კი აღნიშნა, რომ სირცხვილია კითხვის დასმაც კი იმაზე, თუ რა გააკეთა ივანიშვილმა საქართველოსთვის. ზოიძის განცხადებით, ვინც ამაზე ქილიკობს, ან არაფერი ესმის ეკოლოგიისა და ქველმოქმედების, ან მიზანმიმართულად ცდილობს "ივანიშვილის ოჯახის უპრეცენდენტო ქველმოქმედების" დისკრედიტაციას.
"სამ მილიარდზე მეტი უკვე დახარჯულია ივანიშვილების მიერ სხვადასხვა სფეროში. ეროვნული მნიშვნელობის პროექტების დაფინანსება გრძელდება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ამას ჩვენი საზოგადოება შეხსენების გარეშეც კარგად ხედავს", — თქვა ზოიძემ.
დეპუტატ წილოსანისთვის კი ბერას შემთხვევა აღმოჩნდა მაგალითი, რომელმაც ქველმოქმედების მინუსებზე აალაპარაკა. მისი თქმით, ვისაც ხშირად ეხმარები იწყებს ფიქრს, რომ ეს დახმარება მხოლოდ მას და არავის სხვას აღარ ეკუთვნის, რაც ცუდია.
"არადა რა კარგი შინაარსი აქვს ქველმოქმედებას", — დაამატა მან.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები