ქართული ოცნების დეპუტატმა, ნინო წილისანმა ქველმოქმედების უარყოფითი მხარე განმარტა. ამ ფორმით ის გამოეხმაურა ქართული ოცნების თავმჯდომარის შვილის, ბერა ივანიშვილის კრიტიკას.

წილოსანის თქმით, ვისაც ხშირად ეხმარები იწყებს ფიქრს, რომ ეს დახმარება მხოლოდ მას და არავის სხვას აღარ ეკუთვნის, რაც ცუდია.

"არადა რა კარგი შინაარსი აქვს ქველმოქმედებას", — ამატებს დეპუტატი.

22 ოქტომბერს ბერამ საკუთარ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ვიდეოში თქვა, რომ 1,1 მილიონი დოლარი გადაურიცხა ორგანიზაციას ამაზონის ჯუნგლების გადასარჩენად. ამ განცხადებას საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების კრიტიკა მოყვა რის შემდეგაც, ბერა ივანიშვილს პრემიერ-მინისტრი, ქალაქის მერი და პარლამენტის მმართველი პარტიის დეპუტატები გამოესარჩლენ.