თბილისის მერის, კახა კალაძის მოადგილე, ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ სტუდენტობის პერიოდში სულ მეტროთი მგზავრობდა და მაშინაც ასეთი სიტუაცია იყო. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე საუბრისას განაცხადა.

ვიცე-მერის თქმით, პრობლემური სადგურის მოედანია.

"უნდა აღინიშნოს, რომ პრობლემური კვანძი არის მხოლოდ გადასაჯდომი სადგურის მოედანი და ის კონკრეტული გვირაბი, სადაც კონკრეტულ მონაკვეთში და განსაკუთრებით პიკის საათებში არის მოზღვავებული ნაკადი", — თქვა ხმალაძემ.

ხმალაძემ გუშინ, 23 ოქტომბერს დაასახელა სამი "პოზიტიური" მიზეზი, რის გამოც მოსახლეობას მეტროში ხალხმრავლობა უნდა უხაროდეს.