"თუ ვინმე ასეთ უკანონობას სჩადის, მერწმუნეთ, არ ეპატიება", — ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დეპუტატ გედევან ფოფხაძის განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან თქვა. ფოფხაძემ განაცხადა, რომ ქართული ოცნება პოლიტიკურ რეჟიმად ჩამოყალიბდა და ბიზნესზე ზეწოლას ახორციელებს.

კალაძის განცხადებით, ზოგადი საუბარი უხერხულია.

"თუ არის რაიმე კონკრეტული ფაქტები ბიზნესზე ზეწოლის, რა თქმა უნდა, კონკრეტული მტკიცებულებები უნდა წარმოადგინონ. დაასახელონ, ვინ არიან", — თქვა კალაძემ.