კავშირგაბმულობისა და ინტერნეტის პროვაიდერი საერთაშორისო ჯგუფი ვიონი (Veon), რომელიც საქართველოში ბილაინითაა წარმოდგენილი, უკვე მესამე წელია მართავს ინოვაციურ კონკურსს DIGITHON თანამშრომლებისთვის ათივე ქვეყნიდან, სადაც ვიონია წარმოდგენილი.

DIGITHON ორი სიტყვის გარეთიანებით წარმოიშვა — digi სიტყვიდან digital და thon —hackathon-იდან. DIGITHON ციფრული პროდუქტებისა და მომსახურებების შექმნას ან არსებულის გაუმჯობესებას ემსახურება. პირველ ეტაპზე ადგილობრივი კონკურსი ვიონის წევრ ათივე კომპანიაში ტარდება. თითოეული ქვეყნიდან პირველ ადგილზე გასული გუნდი კი გლობალურ DIGITHON-ზე ჯგუფის სათავო ოფისში — ამსტერდამში მიემგზავრება.

გუნდების კომპლექტაცია ამსტერდამში ჩასვლამდე იწყება და ადგილობრივი კონკურსისგან განსხვავებით უკვე არა მხოლოდ სხვადასხვა დეპარტამენტის, არამედ სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის წარმომადგენლებს აერთიანებს. ამსტერდამში ჩასვლისას, მონაწილე 10 გუნდი პირველი 24 საათი პროდუქტის იდეასა და პროტოტიპზე მუშაობს, მეორე დღეს კი პრეზენტაციით წარსდგება. წელს მონაწილეები მუშაობენ ისეთი ინოვაციური ციფრული მომსახურებებისა და პროდუქტების შექმნაზე, რომლებიც ახალ 5G ტექნოლოგიას ეყრდნობა. სწორედ ამიტომაცაა პირველ ადგილზე გასული გუნდის ჯილდო გამგზავრება სეულში — სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ინოვაციების შუაგულში, სადაც 5G ლაივშია. გამარჯვებულ გუნდს ასევე ეძლევა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს შემდეგი წლის DIGITHON–ის ორგანიზებაში.

გარდა იმისა, რომ DIGITHON შესანიშნავი მოტივაციაა თანამშრომლებისთვის, ვიონის წევრი კომპანიები წარმატებით იყენებენ ამ პლატფორმას ყველაზე საინტერესო გამოწვევების გადაჭრისთვის. DIGITHON-ის იდეაა ინოვაციური მიდგომის, კრეატიული აზროვნებისა და თანამშრომლობის წახალისება, რაც კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს ხელი შეუწყონ ანტრეპრენიორული სულისკვეთების ჩამოყალიბებას.