ჯონ ფავრო, რომელიც მარველის კინოსამყაროს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმის, რკინის კაცის რეჟისორია, სუპერგმირებზე გადაღებული ფილმების კრიტიკას პასუხობს.

"ეს ორი კაცი [სკორსეზე და კოპოლა] ჩემთვის გმირები არიან და მათ აქვთ იმის უფლება, რომ საკუთარი აზრები გამოხატონ. მათ რომ კინოინდუსტრიაში გზა არ გაეკვალათ, მე დღეს არ ვიქნებოდი რეჟისორი. ისინი იყვნენ ინსპირაციები, რაც შეგიძლიათ ჩემს წინა ბლოკბასტერში, Swingers-ში დაინახოთ. მათ შეუძლიათ გამოხატონ ის, რასაც ფიქრობენ".

ჯონ ფავროს გადაღებულია რკინის კაცის მეორე ნაწილიც. ის თავადაც ჩნდება მარველის სხვა ფილმების ეპიზოდურ როლებში. ფავრომ ბოლო მხატვრული ფილმები დისნეისთვის გადაიღო — მეფე ლომი და ჯუნგლების წიგნი.

მარველის ფილმები მარტინ სკორსეზემ, ფრენსის ფორდ კოპოლამ, ჯენიფერ ენისტონმა და კენ ლოუჩმა გააკრიტიკეს. სკორსეზემ ისინი გასართობ პარკს შეადარა, რომელიც კინოში არ უნდა გადიოდეს, ხოლო კოპოლამ მათ "საძაგლობა" უწოდა. კრიტიკას გამოეხმაურნენ რობერტ დაუნი უმცროსი, ნატალი პორტმანი და ჯეიმს განი.