საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ტოკიოში საქმიანი წრეებისა და მედიის წარმომადგენლებს სამუშაო ლანჩზე შეხვდა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის და სპორტის მიმართულებებით და 2020 წელს ტოკიოში დაგეგმილ ოლიმპიადაზე საქართველოს მონაწილეობა და საორგანიზაციო საკითხებს.

ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

22 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვილთან, ქეთევან გორჯესტანთან ერთად, ტოკიოში იაპონიის იმპერატორის ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრო. პრეზიდენტის ვიზიტი 25 ოქტომბერს დასრულდება.