საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ქვემო ქართლში ქრთამის აღების ბრალდებით მერის წარმომადგენელი დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, გარდაბნის მერის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში, სახელმწიფოს მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობებით დროებითი სარგებლობის სანაცვლოდ, შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, მოქალაქეს ქრთამის სახით, მოსთხოვა და გამოართვა 2 ათასი ლარი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.