კიდევ 10 მიზეზი, რის გამოც მეტროში ხალხმრავლობა უნდა გიხაროდეთ
როცა ქალაქის მერი დარწმუნებულია, რომ საზოგადოებრივი ტრასპორტით მოსარგებლეები ბედნიერები არიან, მისი მოადგილე კი 3 მიზეზს ასახელებს, რომლის გამოც ხალხით გაჭედილ მეტროში ყოფნა უნდა გიხაროდეს, ეჭვი გიჩნდება, ეგებ ცდები და გაჭედილ ყვითელ მიკროავტობუსში ან ვაგონში დგომა მართლა სასიამოვნოა. იქნებ, შენი ბრალია და ვერ იაზრებ, როგორ უნდა მიიღო ამ პროცესით სიამოვნება.
მოდი, კადრებს კიდევ ერთხელ უყურე და დაფიქრდი, გაბედნიერებს თუ არა.
ვერაფერი იგრძენი? არ იდარდო, შენ მაგივრად დავსხედით და ჩვენ მოვიფიქრეთ კიდევ 10 მიზეზი, რომელიც ბედნიერების განცდაში დაგეხმარება.
1. სოციალურმა ქსელმა ხალხი ერთმანეთს დააშორა, შენ კი შანსი გაქვს ადამიანებთან იურთიერთო
თუკი მეტროში ყოფნისას ყურსასმენებს ცოტა ხნით მოიხსნი და გვერდით მიმოიხედავ, აუცილებლად, დაინახავ "ბედნიერ და ღიმილიან" სახეებს. ერთ ჭერქვეშ მყოფებს ერთი გრძნობა გაერთიანებთ. თუ ამ ხახლთან საუბარს წამოიწყებ, მეტროს გვირაბის გავლა ნამდვილ თავგადასავლად იქცევა.
2. უსიამოვნო შეხვედრას თავს მარტივად აარიდებ
ხალხთან ურთიერთობა, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ყველას გვქონია მომენტი, როცა არც ისე საყვარელი ნაცნობი ქუჩაში გხვდება და თუ შეგვამჩნია, გასაქცევი არსად გვაქვს. ხალხმრავალ მეტროში ამ პრობლემას მარტივად მოაგვარებ, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, უბრალოდ, ხალში ჩაიკარგები.
3. ჩახუტების დღეს ყოველდღე აღნიშნავ
რადგან ვთანხმდებით, რომ ხალხმრავლობაში ყოფნა სასიხარულოა, ამ სიტუაციით უნდა ვისარგებლოთ. შეგვიძლია მსოფლიო გავაოცოთ იმით, რომ ჩახუტების დღე ყოველდღიურად აღვნიშნოთ.
4. ბავშვს სკოლაში მარტო აღარ გაუშვებ
თუკი დატვირთული სამუშაო გრაფიკი გაქვს და ნერვიულობ იმაზე, რომ შვილის სკოლაში მიცილებას ვერ ასწრებ, ეს პრობლემაც მოგვარებულია. შენს შვილს სკოლაში ათიათასობით თვალი გააცილებს.
5. სამსახურში მხოლოდ შენ არ დააგვიანებ
თუკი სამსახურში შენი დაგვიანებით "გაბედნიერებული" უფროსი შეგხვდება შეგიძლია მოუყვე, როგორ გაიცანი მეტროში ხალხი, აღნიშნე ჩახუტების დღე და სხვა თავგადასავლებიც გამოიარე. ისიც ყურადღებით მოგისმენს, არაფერს გეტყვის, რადგან იმავე მიზეზით თავადაც დააგვიანა და სულ რაღაც 1 წუთით მიგასწრო ოფისში.
6. მიხვდები, რომ ქართველობა არ გადაშენებულა
სასიხარულო მიზეზი იმ ხალხსაც ვუპოვეთ, ვინც მუდმივად უკმაყოფილოა და ქვეყნის გენოფონდი ადარდებს. გარეთ გამოიხედე, კი არადა, მეტროში ჩადი და აღმოაჩენ, რომ ქართველობა არსად გადაშენებულა. ბევრნი ვართ.
7. შეგიძლია თავი გადასაღებ მოედანზე იგრძნო
წარმოიდგინე როგორ მოუხდებოდა ეს კადრები ფილმ მუმიას. დღეიდან მეტროში ჩასვლისას ყველა ვიძახით: იმჰოტეპ, იმჰოტეპ...
8. ჯიბის ქურდი ვერ გაგექცევა
როგორც ჩანს, ქურდობის პრევენციისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობაა დაწყებული. ხალხმრავლობაში ჯიბის ქურდი შენი ტელეფონით ან საფულით ვერსად გაიქცევა, რადგან გასაქცევი ადგილი არ არის. აღიარე, ნამდვილად დასაფასებელია.
9. ზამთარში არ შეგცივდება
თუ თბილი ქურთუკის ყიდვა ჯერ ვერ მოასწარი ან გარეთ კომბოსტოსოვით სიარული არ გიყვარს, შეგიძლია ამაზეც აღარ ინერვიულო. სახლიდან მაისურით გამოდი, რადგან მეტროში ძალიან თბილა.
10. მეტი პოზიტივი ერში
და ბოლოს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მერის მოადგილემ ბედნიერების ერთ-ერთ მიზეზად საცობების განტვირთვა დაასახელა. ეს კი კიდევ ერთი ბედნიერების მიზეზს გვიჩენს — პოზიტივის გაზიარება.
წარმოიდგინეთ, რომ პრიუსი და ჯიპი საცობის ნაცვლად, შუქნიშანთან ხვდებიან ერთამენთს. ფანჯარას ჩამოწევენ და ერთმანეთს გულითადად მოიკითხავენ. ოღონდ კარგებს და კეთილებს კი არა, მართლა ერთმანეთს.
იმედი გვაქვს გაგაბედნიერეთ. ჩვენი და მერის მოადგილის წყალობით უკვე 13 მიზეზი გაქვს ამისთვის.
კიდევ არ ხარ ბედნიერი?..
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
კომენტარები