პარლამენტის დეპუტატი, ეკა ბესელია ყოფილი პროკურორის, სალომე ადეიშვილის ფეისბუქპოსტთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს მისთვის "აწმყოში გადმოსული წარსული" იყო. ამის შესახებ ბესელიამ TV პირველის გადაცემა პოლიტმეტრში განაცხადა.

"ჩემთვის ეს იყო ძალიან მძიმე შინაგანი განცდების გამომწვევი... მეგონა, რომ რასაც ამ სტატუსით ვკითხულობდი და მესმოდა, ეს ყველაფერი ხომ წარსულში იყო, მეგონა, რომ წარსულში დავტოვეთ. ამდენი წელი გავიდა და ისევ იმავე პრობლემებზე ვლაპარაკობთ", — თქვა ბესელიამ.

ყოფილმა პროკურორმა, სალომე ადეიშვილმა სამსახურის დატოვების შესახებ ინფორმაცია გუშინ, 22 ოქტომბერს გაავრცელა. ადეიშვილი პოსტში პროკურატურაში არსებულ პრობლემებზე, მათ შორის სექსუალურ შევიწროებაზე, უკანონობასა და ზეწოლაზე საუბრობს.

ამავე თემაზე: