"ტოლერანტობიდან გამომდინარე, სხვა რელიგიებსაც აქვთ არსებობის უფლება", — ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, პაატა სილაგაძეს პარლამენტში გასაუბრებაზე თქვა.

იურისტმა, გიორგი მშვენიერაძემ მას ჰკითხა, აღიარებს თუ არა ჩვენი სახელმწიფო ღმერთის არსებობას, რაზეც სილაგაძემ უპასუხა, რომ საქართველოს კონსტიტუცია და სახელმწიფო მართლმადიდებლური ეკლესიის უპირატესობას აღიარებს. მისი თქმით, სწორედ ამ უპირატესობისთვის, ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონკორდატია დადებული.

ამის შემდეგ მშვენიერაძემ მას დაზუსტება სთხოვა, დარწმუნებულია თუ არა, რომ კონსტიტუცია ნამდვილად აღიარებს მართლმადიდებლური ეკლესიის უპირატესობას, რაზეც სილაგაძემ უპასუხა:

"ქრისტიანული სახელმწიფო ვართ, თუმცა, ტოლერანტობიდან გამომდინარე, სხვა რელიგიებსაც აქვთ არსებობის უფლება და თანასწორია".

საქართველოს საკონტიტუციო სასამართლომ 2018 წლის 3 ივლისს დააკმაყოფილა რელიგიური უმცირესობების სარჩელი და მიუთითა, რომ "ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება დაკავშირებულია მის ისტორიულ ღვაწლთან და არ ემსახურება მართლმადიდებელი ქრისტიანული რელიგიისთვის პრივილეგირებული სამართლებრივი მდგომარეობის შექმნას აწმყოში".