მოემზადეთ, ამ სტატიის წაკითხვისას აუცილებლად იგრძნობთ ნოსტალგიას, რადგან თითოეული ეს ჰიტი, რომელიც Reddit-ის მომხმარებლებმა ჩამოთვალეს, აუცილებლად გააცოცხლებს თქვენს მოგონებებს, რომელიც, შესაძლოა, რომელიმე ამ სიმღერასთან ერთად, უკვე კარგა ხანია დაგავიწყდათ.

ჩამონათვალშია ისეთი სიმღერები, რომლებმაც 2010-იანი წლების პოპი განსაზღვრა —Summertime Sadness, Hold It Against Me, Wrecking Ball და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ არის:

1. Taylor Swift - Shake It Off

ტეილორ სვიფტმა თავისი ალბომი 1989 2014 წელს გამოუშვა. სწორედ ამ ალბომის ერთ-ერთი წარმატებული სიმღერა იყო Shake It Off, რომლის ვიდეოსაც იუთუბზე უკვე 3 მილიარდამდე ნახვა აქვს და დღემდე პლატფორმის ერთ-ერთი ყველაზე ნახვადი ვიდეოა.

2. Ke$ha - TiK ToK

მართალია, ეს ვიდეო 2009 წელს გამოვიდა, თუმცა, მომდევნო წელს მისი პოპულარობა საგრძნობლად გაიზარდა. 2010 წელს გაგიჭირდებოდათ აშშ-ს მასშტაბით ისეთი რადიოს სიხშირის მოძებნა, სადაც კეშას TiK ToK არ ტრიალებდა.

3. Lana Del Rey - Summertime Sadness

ლანა დელ რეი ამერიკელი მომღერალია, რომელმაც თავისი უნიკალური სიმღერის მანერით მსოფლიოს შეაყვარა თავი. მისი ჰიტი Summertime Sadness 2013 წელს გამოვიდა და მალევე მოიპოვა პოპულარობა.

4. Rihanna - We Found Love ft. Calvin Harris

მართალია, რიანას წინა წლებშიც საკმაოდ წარმატებული მუსიკალური კარიერა ჰქონდა, თუმცა, მისი სიმღერა We Found Love ფანებისთვის 2011-2012 წლებში ნამდვილი სრულყოფილება იყო.

5. LMFAO ft. Lauren Bennett, GoonRock - Party Rock Anthem

LMFAO-ს Party Rock Anthem უყვარს ყველას ვინც სექსუალურია და ეს კარგად იცის.

6. Nicki Minaj - Super Bass

ნიკი მინაჟის მსმენელს 2011 წელს კიდევ ერთი გამოწვევა ჰქონდა — მათ Super Bass-ის ზუსტად ისე სწრაფად და ლამაზად უნდა გაერეპათ, როგორც ამას მათი კუმირი ახერხებდა.

7. PSY - GANGNAM STYLE

PSY-ის GANGNAM STYLE 2010 წელს ნამდვილი ბირთვული ბომბივით აფეთქდა და სამხრეთ კორეელი შემსრულებელი თითქმის მთელმა მსოფლიომ რეკორდულად მცირე დროში გაიცნო. განსაკუთრებულ აღფრთოვანებას კი ვიდეოში ასახული უცნაური ცეკვა იწვევდა.

ვიდეო თავისი მილიარდი ნახვით დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა იუთუბის ყველაზე ნახვადი კონტენტის ტიტულსაც.

8. Britney Spears - Hold It Against Me

სრულიად საკმარისი იქნებოდა გვეთქვა, რომ ეს უბრალოდ ბრიტნი სპირსია, თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მრავალწლიანი გაუჩინარების შემდეგ ერთგულს მსმენელს ის ძალიან მოემატრა და შესაბამისად, Hold It Against Me გამოსვლისთანავე გაჰიტდა.

9. Foster The People - Pumped up Kicks

Foster The People-ის ამ სიმღერამ 2011-2012 წლებში თითქმის ყველა მუსიკალური სივრცე დაიპყრო, რადგან მისი მარტივი და დასამახსოვრებელი ტექსტით ყველას ერთი მოსმენით შეაყვარა თავი.

10. Carly Rae Jepsen - Call Me Maybe

Call Me Maybe არის სიმღერა, რომელიც 2012 წელს თინეიჯერ მსმენელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა. საკმარისია ერთხელ მოუსმინოთ და ასეთი წარმატების მიზეზსაც მარტივად მიხვდებით.

11. Fun.: We Are Young ft. Janelle Monáe

Fun ამერიკული ალტერნატიული როკ-ჯგუფია, რომელსაც თავისი არსებობის მანძილზე ბევრი ჰიტი აქვს შექმნილი, თუმცა, სიმღერა We Are Young განსაკუთრებულად პოპულარული გახდა.

12. Beyoncé - Drunk in Love (Explicit) ft. JAY Z

რთულია ბიონსეს შემოქმედებიდან ერთის გამოყოფა, რომელზეც ვიტყვით, რომ დეკადის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნამუშევარია, თუმცა, სიმღერა Drunk in Love თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2013 წლის შეუცვლელი ჰიტი იყო.

13. Miley Cyrus - Wrecking Ball

Wrecking Ball მაილის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნამუშევარია — ყველას შეუყვარდა კლიპი, სადაც ატირებული მომღერალი საკმაოდ თამამად გამოიყურება და გიგანტურ ბურთზე ქანაობს.

14. Daft Punk - Get Lucky (Official Audio) ft. Pharrell Williams, Nile Rodgers

2010-იანების განუყოფელი ნაწილი იყო Daft Punk-ის Get Lucky, რომელიც მსმენელის განსაკუთრებულ სიყვარულსა და ყურადღებას რამდენიმე წლის განმავლობაში იმსახურებდა. მოკლედ, თუ ჯერ არ მოგისმენიათ, დროს ნუ დაკარგავთ და ჩართეთ.

15. Lorde - Royals

Lorde-ის მუსიკალური კარიერა ბევრ წელს არ ითვლის, თუმცა, ამერიკელმა მომღერალმა თავისი უნიკალური შესრულების მანერითა და ემოციური სიმღერებით მალევე შეაყვარა თავი მსმენელს და სხვადასხვა წლებში დიდ წარმატებასაც მიაღწია.

სიმღერა Royals კი მისი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნამუშევარი იყო, რაზეც ამ ვიდეოს ნახვებიც მოწმობს — იუთუბზე კლიპს 700 ათასზე მეტი ნახვა აქვს.