რობოტმა ქირურგმა, რომელსაც მისმა შემქმნელებმა დელიკატური პროცედურის ჩატარება ასწავლეს მსოფლიოს საუკეთესო ადამიან კოლეგებს აჯობა.

Smart Tissue Autonomous Robot (STAR), რომელიც ბავშვთა ჯანდაცვის ნაციონალურმა სისტემამ შექმნა, რბილ ქსოვილზე ნაკერის დადებისას გამოსახულების 3 განზომილებიან სისტემასა და ძალის დატანების უზუსტეს სისტემას იყენებს. რობოტი ქირურგიული პროცედურის გასამეორებლად შეიქმნა, თუმცა გამოცდისას მოლოდინებს გადააჭარბა და ამოცანა სუბმილიმეტრული სიზუსტით შეასრულა.

ამჟამად ყველა რობოტი, რომელიც ოპერაციის დროს გამოიყენება, დისტანციურად იმართება ექიმების მიერ. STAR მთელ პროცედურას დამოუკიდებლად, ქირურგების მეთვალყურეობის ქვეშ ატარებს. Science Translational Medicine-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ მსგავსი მოწყობილობების წარმატების შემთხვევაში, მომავალში საოპერაციოებში მხოლოდ რობოტები იმუშავებენ, რომლებიც დავალებებს ადამიანებისგან მიიღებენ.

რობოტების მიერ ოპერაციების ჩატარება არ ნიშნავს, რომ ქირურგის პროფესია უსარგებლო გახდება. რობოტები შეასრულებენ პროცედურებს, გაჭრას, გაკერვას და ა.შ. რისთვისაც უკიდურესი სიზუსტეა საჭირო, ხოლო გადაწყვეტილებებს ამა თუ იმ პროცედურის შესრულების შესახებ ადამიანები მიიღებენ.