სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც 32 წლის ეთნიკურად აფხაზი ბლოგერის ცემა არის ასახული. გავრცელებული ინფორმაციით, ბესლან ხვარცკიას ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდნენ, რაც მან ერთ-ერთი ქორწილის შესახებ იხუმრა, რომელშიც შემწვარი ცხოველები ეწყო სუფრაზე.

ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ ბესლან ხვარცკიას ქონდა თავის ქალის დახურული ტრავმა, ტვინის შერყევა, ცხვირის ძვლის მოტეხილობა, სისხლჩაქცევები. ასევე, გულ-მკერდისა და სხეულის სხვა ნაწილების მრავალჯერადი დაზიანება.

მიუხედავად იმისა, რომ დე ფაქტო უწყებაში გამოძახება საავადმყოფოდან შევიდა და ბლოგერის დაზიანებებზე ინფორმაცია ჰქონდათ, ასევე, ფოტოებში ჩანს თავდამსხმელი, საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა. უწყებამ წინასაგამოძიებო მოკვლევა დაიწყო.