ზუგდიდის რაიონში, რუხი-ნაწულუკის უბნის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა დაეჯახა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.